logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ისინი აიძულებდნენ სკოლაში ბავშვებს, რომ ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდადებულ სააკაშვილის, სახელი
- +

20 ივლისი. 2023. 14:56

 

 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს სკოლაში ბავშვებს აიძულებდნენ ხმამაღლა ეძახათ მიხეილ სააკაშვილის სახელი.

 

„ყველასთვის კარგად ცნობილია, მათ შორის, არსებობს კადრებიც, როდესაც ისინი აიძულებდნენ სკოლაში, მაგალითად, სიმაღლის მიხედვით დაყენებულ ბავშვებს, რომ ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდადებულ სააკაშვილის, სახელი და საზოგადოება, ვფიქრობ, ძალიან კარგად ხედავს, რომ პიროვნების ამგვარი კულტი, მათ შორის, შეშურდებოდათ ბოლშევიკებსაც “, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ „იმედი Live“-ს ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner