ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ინიციატივას კომიტეტის 44 წევრმა მისცმა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო დისკუსიას გამართავენ.