logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „კატარგეითის“ საქმეზე იგივე მეთოდები იყო: გარედან ზეგავლენა ევროპარლამენტზე, რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება. ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი „მიშაგეითის“ სახით
- +

20 ივლისი. 2023. 15:04

 

 

„კატარგეითის“ საქმეზე იგივე მეთოდები იყო: გარედან ზეგავლენა ევროპარლამენტზე, რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება. ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ ამ შემთხვევაშიც. ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი „მიშაგეითის“ სახით“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების გაწეულ საქმიანობას ეხება.

 

„დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი კამპანია ხან Free Misha-ს ლოზუნგით, ხან ჰუმანიტარულად სადმე გადაყვანის ლოზუნგით, ხან წამებაზე და ხან მოწამვლაზე - ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული კამპანია. ვნახეთ ყველაზე მახინჯი სახე იმისა, რასაც შეიძლება ეწოდოს პოლიტიკა, როდესაც შეიძლება მოისყიდო მედია, პოლიტიკოსები, მათ ათქმევინო ის, რაც გჭირდება, გაავრცელო დეზინფორმაცია. ფაქტობრივად, ამ დოკუმენტებს თუ გაეცნობით, ნახავთ, ჩამოწერილია აქტივობების სია. თუკი სადმე არსებობს წიგნი ჰიბრიდული ინსტრუმენტების შესახებ, ყველა ეს მეთოდი იქნება შიგნით ჩამოწერილი. ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, რეზოლუციები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ზოგიერთი, სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით განწყობილი ევროპარლამენტარის იდეა და ევროპის შუაგულში წარმოშობილი იდეები, აღმოჩნდა, რომ ამერიკიდან ლობისტები წერდნენ ამ რეზოლუციის პროექტებს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მუდმივი კომუნიკაცია არსებობდა ლობისტებსა და ევროპარლამენტარებს შორის და ეს მხოლოდ ერთადერთი რამის გამო გახდა ცხადი - ამერიკაში არსებობს კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, აქ სხვანაირად უთარგმნეს ქართულ საზოგადოებას და უწოდეს რუსული კანონი. ამერიკაში მოქმედებს რუსული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობას. რომ არა ეს რეესტრი, ვერავინ გაიგებდა, რომ ეს რეზოლუცია თურმე ლობისტების დაწერილი ყოფილა, სტატიები კი - შეკვეთილი. ქართულ საზოგადოებას წაართვეს უფლება, ჰქონოდა იმავე დონის ცოდნა, რაც ამერიკულ საზოგადოებას აქვს. საბედნიეროდ, ამერიკაში არსებობს ე.წ. რუსული კანონი. სხვათა შორის, „კატარგეითის“ საქმეზე იგივე მეთოდები იყო: იყო გარედან ზეგავლენა ევროპარლამენტზე, რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება. ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ ამ შემთხვევაშიც. ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი „მიშაგეითის“ სახით“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner