logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ საუბრები სააკაშვილის წამებაზე არის ტყუილი. შესაბამისად, ყველა ადამიანი, ვინც შეეხო ამ საკითხს დეზინფორმაციული კუთხით, თავს ესხმოდა და სამწუხაროდ კვლავ ესხმის ქართულ სახელმწიფოს
- +

20 ივლისი. 2023. 15:06

 

 

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ საუბრები სააკაშვილის მოწამვლაზე, არასათანადო სამედიცინო მომსახურებაზე, წამებაზე არის ტყუილი. შესაბამისად, ჩვენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც შეეხო ამ საკითხს დეზინფორმაციული კუთხით, თავს ესხმოდა და სამწუხაროდ კვლავ ესხმის ქართულ სახელმწიფოს“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზეც ისაუბრა და გარკვეული რეზოლუციები და უცხოელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების განცხადებები სწორედ ლობისტური კამპანიის საქმიანობას დაუკავშირა.

 

„მინიმუმ, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, არის ის, რომ ის სტატიები, განცხადებები, რეზოლუციები სინამდვილეში იყო არა ევროპარლამენტარების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატებისა და მოქმედი პოლიტიკოსების გულწრფელი პოზიციები, არამედ ნაკარნახევი პოზიციები.

 

გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთი ხალხი გამოდიოდა, ვისაც ან რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, ან საიდან უნდა ჰქონოდა საქართველოსადმი სპეციფიკური ინტერესი, მაგრამ გარკვეული სახელები და გვარებია, რომლებთანაც შეიძლება რაღაც ავტორიტეტი იყოს დაკავშირებული და ამ ადამიანებს ალაპარაკებდნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner