განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოს ელჩთან დაკავშირებით უსამართლოს უწოდებს.
„ომის დაწყებიდან არცერთი დღე ჩვენს ელჩს და საელჩოს არცერთ წარმომადგენელს კიევი არ დაუტოვებია მაშინ, როდესაც დიდი ქვეყნების საელჩოები ყოველდღიურად ტოვებდნენ კიევს და უკრაინას. ის მხარდაჭერა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ უკრაინას და უკრაინელებს აღმოუჩინეს, მათ შორის განათლების, სოციალური დახმარების კუთხით, ბუნებრივია, [ზელენსკის გადაწყვეტილება] იწვევს უსამართლობის განცდას. როგორც საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე სხვადასხვა დახმარების კუთხით, ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველო“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.