logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შესაძლოა ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება, შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას ახლა აქვს მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს
- +

20 ივლისი. 2023. 15:20

 

 

„პოლონეთის მთავრობის წარმოგზავნილი ექიმების ჯგუფის მიერ ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება, შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას აქვს ახლა მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, რატომ იდგა თურმე პალატასთან კამერა და .. სამწუხაროდ, გუშინდელ განცხადებაში ეჭვის გაფანტვას არც კი შეეცადა პოლონეთის ხელისუფლება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

აღმოჩნდა, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლა ლობირებული იყო და ვნახეთ რა ფული, რა ძალები და ქსელები იყო ამაში ჩართული. საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია პოლონეთის ხელისუფლებას და მისცა პოლონელ ექიმებს უფლება შესულიყვნენ [მიხეილ სააკაშვილთან]. ეს კეთილგანწყობა, სამწუხაროდ, ბოროტად გამოიყენა ერთ-ერთმა ექიმმა, როდესაც ის ცდილობდა მალულად, კონტრაბანდულად გაეტანა კლინიკიდან ნიმუში. მთავარი ისაა, რომ მას ეს ნიმუშები უკვე ჰქონდა. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს რაც საჭირო იყო, ყველაფერი ჩაუტარეს, აუღეს ანალიზები, თმის ღერი და .., დალუქეს თავად, სხვებთან ერთად. ამის შემდეგ შებრუნდა ერთი ექიმი და მალულად, იგივე ანალიზები აიღო. ახლა გვეუბნებიან, რომ ადამიანს ჩვევად აქვს, რომ ფეხსაცმელში ინახავს რაღაცებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც არანაირი ახსნა არ მოგვცა. ახლა არის ასეთი სიტუაცია, რომ თავად პოლონეთის მთავრობის წარმოგზავნილი ამ ჯგუფის მიერ ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება და სწორედ იმ სცენარიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ აქამდე ვიხილეთ ხოლმე. შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას აქვს ახლა მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, რატომ იდგა თურმე პალატასთან კამერა და .. სამწუხაროდ, გუშინდელ განცხადებაში, ეჭვის გაფანტვას არც კი შეეცადა პოლონეთის ხელისუფლება, ამიტომ ეს ვალი მათ კვლავ რჩებათ, რომ განმარტონ, რა იყო ამ საქციელის მოტივი ,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner