logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათთვის სხვა ქვეყნებია საფიცარი, სხვა დროშაზე დგებიან ფეხზე, სხვა ჰიმნს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერები არიან მათთვის ლიდერები
- +

20 ივლისი. 2023. 15:23

 

 

„ოპოზიციის ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ მყარად არიან შემდგარი ქვეყნის ღალატის გზაზე. სანამ ეს ღალატი და ქვეყნის წინააღმდეგ სიარული იქნება ოპოზიციის ფუნდამენტი, იქამდე მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმა ექნებათ. ქართველი ხალხი არ დაუჭერს მათ მხარს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

ქართველი ხალხი არასოდეს დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ებრძვის თავად ქართველს ხალხს და ებრძვის ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ რასაც ვაკვირდებით ოპოზიციაში, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შექმნილია გარკვეული ჯგუფი პოლიტიკოსების თუ სხვა მხრივ აქტიური ადამიანებისა, რომელთაც საერთოდ დაკარგული აქვთ ქვეყნის შეგრძნება. პატრიოტიზმი აღარ არსებობს. მათ საუბარში, მათ არგუმენტაციაში მოისმენთ, რომ მათთვის სხვა ქვეყნებია საფიცარი, სხვა დროშაზე დგებიან ფეხზე. სხვა ჰიმნს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერები არიან მათთვის ლიდერები. როცა ადამიანს არ უყვარს საკუთარი სამშობლო, როგორ მისცემს ადამიანი მას ხმას?!“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner