logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: პოლონური მხარის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ისინი ცდილობენ ყურადღების სხვა ასპექტზე გადატანას იმიტომ, რომ პოლონელი ექიმის ეს საქციელი იმდენად გაუგონარია და არავითარ ჩარჩოებში არ ჯდება
- +

20 ივლისი. 2023. 19:34

 

მინდა მადლობა გადავუხადო პენიტენციური სამსახურის იმ მუშაკებს, რომლებმაც ეჭვი შეიტანეს პოლონელი ექიმის ამ არაეთიკურ ქმედებაში და მოხდა მისი ჩხრეკა, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

სეფაშვილის თქმით, პოლონელი ექიმის საქციელით არის იმის მანიშნებელი, თუ რა პროვოკაციები იგეგმებოდა, ეს კადრები რომ არ გასაჯაროებულიყო.

პირველ რიგში, პოლონური მხარის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ისინი ცდილობენ ყურადღების სხვა ასპექტზე გადატანას იმიტომ, რომ პოლონელი ექიმის ეს საქციელი იმდენად გაუგონარია და არავითარ ჩარჩოებში არ ჯდება, ვერანაირი არგუმენტი, გამართლება აქ არ შეიძლება იყოს. პოლონური მხარე იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოს ან დიპლომატიურად შეეცადოს მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებას, აქეთ გადმოდის შეტევაზე. ალბათ იმ თვალსაზრისით, რომ „საუკეთესო თავდაცვა - შეტევაა“ და რა თქმა უნდა აპელირებს იმაზე, რომ კადრები არ უნდა გასაჯაროებულიყო. როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება საუბარი, ხშირად ხდება გარკვეული ინფორმაციების და კადრების საჯაროებისთვის ხელის შეშლა. თუმცა ეს ის შემთხვევა არ იყო, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ან ამ კადრების გასაჯაროებით გაფუჭდებოდა ან ისეთი თემა არ იყო, რომლის გასაჯაროება არ შეიძლებოდა. პირიქით, ეს ის შემთხვევა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გასაჯაროებულიყო იმიტომ, რომ ჩვენ დავრწმუნდით ამ ექიმის არაკეთილსინდისიერ ქმედებაში, რომ იგეგმებოდა შემდგომი პროვოკაციები, გაყალბებული ანალიზების გამოქვეყნება.

ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი ასე გასაჯაროვდა. თავიდანვე ყველა იყო საქმის კურსში, ყველას ჰქონდა სათანადო ინფორმაცია. ორი აზრი იმაზე, რომ ეს ნიმუშები გამოტანილი იყო ჩუმად, თუ არ იყო გამოტანილი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე არ არსებობს. მინდა მადლობა გადავუხადო პენიტენციურისამსახურის იმ მუშაკებს, რომლებმაც ეჭვი შეიტანეს პოლონელი ექიმის ამ არაეთიკურ ქმედებაში და მოხდა მისი ჩხრეკა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ადამიანები მოქმედებდნენ სწორი ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით. სწორ ღირებულებებში პირველ რიგში, ვგულისხმობ კანონის უზენაესობას, თავიანთი მოვალეობის პირნათლად შესრულებას და პასუხისმგებლობას მაღალ დონეს, რომელიც მათ გააჩნდათ. ფაქტობრივად, მათ იხსნეს ქვეყანა შემდგომში ძალიან დიდი სკანდალისაგან, რომელიც აუცილებლად მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ქართულ მხარეს ამ ყველაფერზე ექნებოდა ყველანაირი პასუხი, მაგრამ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა - მართალია ანალიზი თუ არა, ერთი ლაბორატორია ერთს ამბობს, მეორე სხვას, რა თქმა უნდა, ეს სპეკულაციები იქნებოდა“, -განაცხადა სეფაშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კლინიკა „ვივამედში" პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner