logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: დავით არახამია პირდაპირ დაინტერესებულია, წაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ მიზნით იყენებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობების დაზიანებას, რომ შემდეგ ეს ბრალად ქართულ ხელისუფლებას შეერაცხოს
- +

20 ივლისი. 2023. 19:40

 

დავით არახამია პირდაპირ დაინტერესებულია, წაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ მიზნით იყენებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობების დაზიანებას, რომ შემდეგ ეს ბრალად ქართულ ხელისუფლებას შეერაცხოს, - აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

დავით არახამია პირდაპირ დაინტერესებულია, წაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამის ხერხად იყენებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობების დაზიანებას, რომ შემდეგ ეს ბრალად შეერაცხოს ქართულ ხელისუფლებას და მერე რა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობა გაფუჭდება და აქ რაღაცები აიმღვრევა. მერე რა, რომ უკრაინაც დაზიანდება და საქართველოც. მათთვის მთავარი, პრიორიტეტული, ამ დილემაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. ესაა დასანანი. ამდენად, მგონია, რომ ეს არის ორკესტრირებული ამბავი და მასში ყველას თავისი პარტია აქვს განსაზღვრული. გასაგებია, რომ აქ სოლისტის ფუნქციას „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს, ვიღაც ფაგოტზე უკრავს და ვიღაც ვიოლინოზე.

ასეთია მოცემულობა, დაგეგმარებულია, მაგალითად, დაიწყებს არახამია და მას ლობისტური საქმიანობის შედეგად გამოეხმაურება, ვთქვათ, რაღაც განცხადებით ფოტიგა და ჯაჭვი ასე იკვრება, რაღაც სცენარი მუშავდება. ცდილობენ კულმინაციამდე მიიყვანონ. უბრალოდ, არასდროს კვანძი მათ სასარგებლოდ არ გაიხსნა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner