logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: ჩვენ ამ ბოლო პერიოდში მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის და უსამშობლო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ასეთი განცხადებები: არ გესმით თქვენ - ჩვენი სტატუსი დამოკიდებულია უკრაინაზე
- +

20 ივლისი. 2023. 21:10

 

უკრაინის მოწონება არის ის, თუ მათი მაღალი თანამდებობის პირის მოწოდებებს გავყვებით, რომ ჩავერთოთ ომში და გავხსნათ მეორე ფრონტი, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა.

სეფაშვილი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, მოწოდებები ემსახურება საქართველოს ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.

უკრაინის ხელისუფლებამ (ხალხზე ვერ ვიტყვი ამას) არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად არის საქართველოს მიმართ განწყობილი. როგორც ახლა აღმოჩნდა და ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უკრაინის ხელისუფლების ძალიან დიდი მცდელობის შედეგი იყო თავის დროზე, შარშან, ივლისში საქართველოს რომ არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენც ამ ბოლო პერიოდში მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის და უსამშობლო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ასეთი განცხადებები, რომ არ გესმით თქვენ - ჩვენი სტატუსი დამოკიდებულია უკრაინაზე. ანუ უკრაინას თუ მოვეწონებით, მაშინ მოგვცემენ სტატუსს. უკრაინის მოწონება არის ის, თუ მათი მაღალი თანამდებობის პირის მოწოდებებს გავყვებით, რომ ჩავერთოთ ომში და გავხსნათ მეორე ფრონტი. აი ეს არის მათთვის მოსაწონი საქციელი. სხვა მოსაწონი საქციელი ჩვენ არ გაქვს.

გავიხსენებ, შარშან გაზაფხულზე, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნაზე უკრაინაში, მათ სასწრაფოდ გაიწვიეს ელჩი საქართველოდან. მაშინ, როდესაც არცერთი ქვეყნიდან არ გაუწვევიათ ელჩი, მათ შორის, არც ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც პირდაპირ ეხმარებიან რუსეთს უკრაინას წინააღმდეგ ამ აგრესიულ ომში.
ახლა ჩვენ ვიხილეთ, ჩვენი ელჩი როგორ აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო. ელჩს, რომელსაც ომის ყველაზე ცხელ დღეებში არ დაუტოვებია კიევი, ეხმარებოდა იქაურ ქართველ და უკრაინელ მოსახლეობას, მაშინ, როდესაც დასავლეთის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები ლვოვში გადაბარგდნენ იმიტომ, რომ საშიში იყო კიევში დარჩენა.

გავიხსენებ, დანიელოვის, არისტოვოჩის, პოდოლიაკის და ა.შ... მოწოდებებს - გაისეირნეთ აფხაზეთში, დაიბრუნეთ თქვენი დაკარგული ტერიტორიები და ა.შ.. თავისთავად ცხადია, რომ მათ აინტერესებთ საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა.

რა თქმა უნდა, ისინი კიდევ შეეცდებიან საქართველოს შეუშალონ ხელი ევროკავშირის სტატუსის მიღებაში იმიტომ, რომ იმედი აქვთ მათაც და ჩვენს რადიკალურ და ექსტრემისტულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველო სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში აქ უნდა დაიწყოს ძალიან დიდი არეულობა, თუ როგორ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ამ სტატუსი მიღება.

მაშინ, როდესაც სტატუსის მიღება არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. მთავარია გეოპოლიტიკურად მათთვის როგორ იქნება ეს ხელსაყრელი.

არახამიაზე დავძენ - ეს არის ადამიანი, რომელსაც უკრაინაში პარტიული თანამდებობა დიდი აქვს.

მისი ქვეყანა ჩართულია უმძიმეს და უსასტიკეს ომში რუსეთთან, ქვეყანაში 20 მილიონი ლტოლვილია, დაღუპულია უამრავი ახალგაზრდა, სამოქალაქო თუ სამხედრო პირი და ამ პერიოდში იცლის იმისათვის, რომ აქ საქართველოს რაღაცები შემოუთვალოს, აბსურდული კონფერენციები ჩაატარონ ვითომდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თუ ვინმეს წუხილი გააჩნია, მე მათ შევთავაზებდი ერთ მოწოდებას, ურჩიონ მიშას ჭამოს ნორმალური საჭმელი“, - განაცხადა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner