logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი FARA-ს ახალ დოკუმენტზე: ვხედავთ, ფულს იხდიან იმაში, რათა ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს. საქართველომ არ მიიღოს ევროპული პერსპექტივა
- +

20 ივლისი. 2023. 23:40

 

 

ვხედავთ, ფულს იხდიან იმაში, რათა ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს. საქართველომ არ მიიღოს ევროპული პერსპექტივა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას.

 

მისი თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი „ქართული ოცნების“ გუნდისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან საკუთარი სახელმწიფოს მტრები და ვხედავთ, ფულს იხდიან იმაში, რათა ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს. საქართველომ არ მიიღოს ევროპული პერსპექტივა. უფრო მეტიც, ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ის სოლიდარობა, რომლითაც ისინი ცდილობდნენ ჩვენი ქართული საზოგადოების მოტყუებას, თითქოს, დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მედია გამოხმაურებები რაც არის, ფულის ხარჯზე მიღებული სოლიდარობაა, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტით ბელგიური მედია დაინტერესდება და შემდეგ სამართალდამცველებიც მიაქცევენ ყურადღებას. მისივე განმარტებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები „ფულზეა დაწერილი“.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner