logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ეს არ არის ლობიზმი, ეს არის ფული, გადახდილი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ
- +

20 ივლისი. 2023. 23:59

 

 

ლობიზმი არის ფილოსოფია, რომელიც მიღებულია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ლობიზს მგონი ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ FARA-ს მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ობიექტურები ვიყოთ, ეს არ არის ლობიზმი, ეს არის ფული, გადახდილი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. საიდან მოდის ეს ფული, ესეც საკითხავია. რეალურად თუ რამე ფული არის დაგროვილი სააკაშვილების ოჯახში, ეს არის საკუთარი დედისთვის მიცემული ქონების ხარჯზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner