logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი არახამიაზე: ამ ადამიანის ქცევასა და განცხადებებში ქართული მხოლოდ გვარია, დანარჩენი ყველაფერი ანტიქართულია
- +

21 ივლისი. 2023. 00:12

 

 

ამ ადამიანის ქცევაში, განცხადებებში ქართული მხოლოდ გვარია, დანარჩენი ყველაფერი - ანტიქართული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ეს ადამიანი (დავით არახამია) ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ უნდა მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები და ერთ ადამიანს (ვინც არ უნდა იყოს) აბამს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივასა და მომავალს. მას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს, რითაც უნდა დაკავდეს - ეს არის საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც იმ ქვეყანაში მიმდინარეობს. მის განცხადებებში არაფერი ქართული არაა. როდესაც არახამია და მისნაირები საუბრობენ, ალბათ ადეიშვილის ნაკარნახევით საუბრობენ. თუ რამე გამოძიებაა დასაწყები, პირველ რიგში იმაზეა დასაწყები, როგორ გადმოკვეთა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner