logo_geo
eng_logo
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, კობა ხარშილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
- +

10 მარტი. 2016. 23:17



ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, კობა ხარშილაძე  პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც 2030.news-ს ხარშილაძის ადვოკატმა,  ბექა ბასილაიამ განუცხადა, პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი სასჯელის მოხდა გახდა. ადვოკატის განმარტებით, ხარშილაძეს 2-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.


კობა ხარშილაძეს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მსჯავრი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაედო და   წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.


ხარშილაძეს მანამდე 2-წლიანი პატიმრობა „გრინსერვისის" საქმეზე ჰქონდა მისჯილი.


კანონმდებლობის მიხედვით, ყველაზე მაღალმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და მას საბოლოოდ ხარშილაძეს 2-წლიანი პატიმრობის მოხდა დაეკისრა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner