ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, კობა ხარშილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც 2030.news-ს ხარშილაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი სასჯელის მოხდა გახდა. ადვოკატის განმარტებით, ხარშილაძეს 2-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
კობა ხარშილაძეს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მსჯავრი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაედო და წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.
ხარშილაძეს მანამდე 2-წლიანი პატიმრობა „გრინსერვისის" საქმეზე ჰქონდა მისჯილი.
კანონმდებლობის მიხედვით, ყველაზე მაღალმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და მას საბოლოოდ ხარშილაძეს 2-წლიანი პატიმრობის მოხდა დაეკისრა.