logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: იმას, რასაც სააკაშვილის ოჯახი აკეთებს, იუდას გზა ჰქვია, ხოლო ის თანხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისგან არის წაგლეჯილი, ეს არის 30 ვერცხლი, რომელიც რიგდება საქართველოს ღალატისთვის
- +

21 ივლისი. 2023. 00:35

 

 

იმას, რასაც სააკაშვილის ოჯახი აკეთებს, იუდას გზა ჰქვია, ხოლო ის თანხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისგან არის წაგლეჯილი, ეს არის 30 ვერცხლი, რომელიც რიგდება საქართველოს ღალატისთვის, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„როდესაც შენ ნაძარცვ თანხებს იყენებ, უნდა დადგეს საკითხი, საიდან ეს თანხები. ეს ადამიანი უნდა დააბრუნონ ციხეში და უნდა მოხდეს იმ მილიონებისა და მილიარდების კონფისკაცია, რაც მათ საქართველოს წაართვეს. ეს არის და ეს, ამით დაესმება ბეჭედი ყველაფერს, ქვეყანა ამოისუნთქებს და წავა წინ. ეს არის ქვეყნის ღალატი, დადიან და ფულს არიგებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ არეულობა მოხდეს, არამედ ქვეყანას წაუშალონ სახელმწიფოებრიობის ნიშანი და მოახდინონ სისხლის ღვრა“, - განაცხადა ბარამიძემ.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner