logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე პოლონელ ექიმზე: ეს ყველაფერი სპეციალურად იყო გაკეთებული - ნიმუშები უნდა გაეტანათ
- +

21 ივლისი. 2023. 01:04

 

 

რა განსაკუთრებული ჯგუფი იყო მედიკოსების, რომლებიც ქართველ მედიკოსებზე უფრო ჭეშმარიტად დაამტკიცებდნენ, სააკაშვილი მოწამლულია თუ არა?! ეს სპეციალურად იყო გაკეთებული - ნიმუშები უნდა გაეტანათ”, - ამის შესახებ პროფესორმა, დიპლომატმა გიგლა ბარამიძემ პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობის საკითხზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„გახსოვთ იუშენკოს საქმე, ხან იყო მოწამლული, ხან რაღაც სხვა. დაახლოებით აქაც ასე იქნებოდა. დადგებოდნენ, ჩაატარებდნენ ბრიფინგებს, აიტაცებდნენ ფულგადახდილი სენატორ-კონგრესმენ-ევროპარლამენტარები და იტყოდნენ - აი როგორ ტანჯავენ დიდ მოვლენას დემოკრატიის შუქურისა საქართველოშიო“, - აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კლინიკა „ვივამედში" პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

 

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

 

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner