logo_geo
eng_logo
„ნაპოლიმ“ სეზონი მოგებით დაიწყო - კვარაცხელიას არ უთამაშია
- +

21 ივლისი. 2023. 01:31

 

 

დიმაროში შეკრებაზე მყოფმა „ნაპოლიმ“ ახალი სეზონი ამხანაგური მატჩით გახსნა – რუდი გარსიას გუნდი სამოყვარულო „ანაუნ ვალდინონეს“ დაუპირისპირდა და 6:1 გაიმარჯვა.

 

ნეაპოლელებმა სეზონი შარშანაც ამ გუნდთან მატჩით დაიწყეს და 10:0 გაიმარჯვეს, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლით წვლილი შეიტანა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ამჯერად არ უთამაშია.

 

ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო თამაშების გამო გუნდს შეკრების დაწყებიდან ერთ კვირაში შეუერთდა და გუნდთან ერთად ემზადება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მაყურებლის როლით შემოიფარგლა. ასევე იყო კიდევ რვა ფეხბურთელი, რომლებიც გუნდს ქართველივით დაგვიანებით შეუერთდნენ.

 

იტალიის ჩემპიონის რიგებში სეზონის პირველი გოლი პოლიტანომ პენალტიდან გაიტანა, შემდეგ კი თავი გამოიჩინეს – ვერგარამ, ჩიოფიმ, კოლი საკომ, იაკარინომ და ოლივერამ. მომდევნო ტესტმატჩს ნეაპოლელები ორშაბათს, 24 ივლისს „სპალთან“ გამართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner