logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე, არ მგონია, ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს
- +

21 ივლისი. 2023. 10:06

 

 

რამე თუ გახსენდებათ რაც ვაშაძეს განასხვავებს ხაბეიშვილისგან? ერთადერთ განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება იყოს ის, რომ ხაბეიშვილი უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე. მე არ მგონია ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და „შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე“.

 

ვერავითარ აზრს და შინაარს ვერ ვხედავ ამ დაბრუნებებში, გადაადგილებებში, ხან გაქცევებში და ხან ჩახუტებებში. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი პარტიების ტრიბუნით ხეტიალი ერთი დარბაზიდან მეორე დარბაზში შედეგის მომტანია შეუძლიათ ეს გამუდმებით გააგრძელონ. ამ ყველაფერს რაღაც სიძველის სუნი ასდის“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner