logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები. სასურველია, ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევს მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა
- +

21 ივლისი. 2023. 11:39

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებით ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები”, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, პოლიტიკური გაერთიანება იქნებოდა, ხმებს მოიპოვებდნენ და თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყვნენ, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ ძველ გაერთიანებას უბრუნდებიან, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას. უარეს შემთხვევაში, შეიძლება, ალბათ, ითქვას, რომ როგორც ქართველები ვიტყვით-ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა. აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები. სასურველია, ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუკეთებს მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner