logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვაშაძეს ჩაეთვალა…
- +

6 სექტემბერი. 2016. 10:43


„როგორც ჩანს, ცოლები მეგობრობენ ან ბავშვები და სადღაც ფოტო გადაიღეს, ეგ, მე მგონი, არაფრის მთქმელი არ არის, მაგრამ ისე, ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა „ქართულ ოცნებას",- ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე დასმულ შეკითხვას, თუ  რა აზრის არის ფოტოზე, რომელიც გავრცელდა მედიასივრცეში და რომელზეც გიორგი ვაშაძე, ნოდარ ხადური და ზვიად ჯანყარაშვილი გონიოში, ერთ­-ერთ ბარში იყვნენ გადაღებული.


„როგორც ჩანს, ცოლები მეგობრობენ ან ბავშვები და სადღაც ფოტო გადაიღეს, ეგ, მე მგონი, არაფრის მთქმელი არ არის, მაგრამ ისე, ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა „ქართულ ოცნებას". ახლა რომ უნდათ აჩვენონ ეს და სიტუაციის არევა შემოიტანონ, მათ ვპასუხობ, რომ ეს არის პირველი „ნაციონალური მოძრაობა" და ბურჭულაძეც იქ მივიდა", - განაცხადა ივანიშვილმა.


ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას პაატა ბურჭულაძესთან დაახლოების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ბურჭულაძე მასთან შესახვედრად უგულავას მიერ ნაჩუქარი საათით მივიდა.


„5-­10 წუთით მოვიდა და მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner