„ორი არასერიოზული, მაგრამ ძალიან ბედნიერი ადამიანის გაერთიანება ვნახეთ. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება, ვინაიდან ხაბეიშვილიც და ვაშაძეც ისეთი ადამიანები არიან, რომ პოლიტიკურ პარტიას კი არა, ისეთ საქმიანობასაც ვერ წარმოვიდგენ, რომელიც შეიძლება, მათ ჩააბარო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ასეთი კარიკატურული და უშინაარსო პოლიტიკური ქორწინება დიდი ხანია, არ გვინახავს, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია როგორც ერთი, ისე მეორე პარტიისთვის“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.