logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი გიორგი ვაშაძეზე: აღმაშენებლობის რომ მას არაფერი ჰქონდა, ეს საზოგადოებამ დაინახა, ამიტომაც დაუბრუნდა თავის დედულეთს თუ მამულეთს - „ნაცმოძრაობას “
- +

21 ივლისი. 2023. 12:08

 

სტრატეგია რა ჰქონდა ვაშაძეს ან აღმაშენებლობის რომ მას არაფერი ჰქონდა, ეს საზოგადოებამ დაინახა, ამიტომაც დაუბრუნდა თავის დედულეთს თუ მამულეთს - „ნაცმოძრაობას “, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და „შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე“.

 

სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც შემოვიდა პარლამენტის 4 წევრით, დარჩა 2 წევრი. 2024-მდე შეიძლება 1 წევრი დარჩეს. „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდა 36 პარლამენტის წევრით, ახლა არიან ოცნი, ანუ პრაქტიკულად განახევრდნენ. ნახეს თავადაც კვლევები, რომ სანდოობის ხარისხი დაბლა იწევს და ახლა მოიფიქრეს ის, რომ მაინც ერთიანნი ვართ, მაინც ერთი მიზანი გვაქვს, მაინც საერთო ჯიში გვაქვსო და მათი პოლიტიკური მიზნებია - საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. აქედან გამომდინარე თქვეს, რომ გაერთიანდნენ რაღაცნაირად. სტრატეგია რა ჰქონდა ვაშაძეს, ან აღმაშენებლობის იმას რომ არაფერი ჰქონდა, ეს საზოგადოებამ დაინახა, ამიტომაც დაუბრუნდა თავის დედულეთს თუ მამულეთს - ნაცმოძრაობას და სავარაუდოდ, ახლა ჩასვამენ სიაში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner