„დიდი ნერვიულობა იმის თაობაზე, თითქოს ადგილი აქვს მის მოწამვლას, საჭმელს ითხოვს, არ აძლევენ და ა.შ. ყველაფერი ეს პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ იყო კარგად ან ცუდად დაგეგმილი სპექტაკლი“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„FARA-ზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, ვფიქრობ, რომ წყალი შეუყენა ყველაფერს. დამაჯერებლობა მთლიანად წაართვა იმ ვითომდა პათეტიკას, რომელიც არსებობდა სააკაშვილის ემპათიის თვალსაზრისით. დიდი ნერვიულობა იმის თაობაზე, თითქოს ადგილი აქვს მის მოწამვლას, საჭმელს თხოულობს, არ აძლევენ და ა.შ . ყველაფერი ეს პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ იყო კარგად ან ცუდად დაგეგმილი სპექტაკლი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.