logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
- +

21 ივლისი. 2023. 12:35

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლადდანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს როლანდ ბერიძეს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა როლანდ ბერიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

თავის მხრივ, როლანდ ბერიძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

როლანდ ბერიძე  სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner