logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე: ეს არავითარი გაერთიანება არ არის - ეს არის პარტიული ხმების ერთ ყულაბაში ჩაყრა
- +

21 ივლისი. 2023. 14:42

 

 

„ეს არავითარი გაერთიანება არ არის - ეს არის პარტიული ხმების ერთ ყულაბაში ჩაყრა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ალიანსის შეფასებისას განაცხადა.

 

„არავითარი სინერგიის მოტანა ეს არ არის. ეს ელექტორატი განსხვავებული არ არის. ვაშაძის, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ამგვარი პარტიების ელექტორატი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან ვერ გამოდიან, საბოლოოდ არის ნაცმოძრაობის ერთი დიდი ელექტორატი. არ მგონია აქედან რამის გამოკლება ან მატება საარჩევნო არითმეტიკაში ვინმეს რამე ხელშესახებს აძლევდეს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner