logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა CPLP-ის აღმასრულებელი მდივანთან ზაკარიაშ და კოშტასთან
- +

21 ივლისი. 2023. 15:11

 

 

ლისაბონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 21 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის  (CPLP) აღმასრულებელ მდივანს ზაკარიაშ და კოშტას შეხვდა.

 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და CPLP-ის  შორის არსებული  თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ მას შემდეგ რაც საქართველო გახდა CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანა, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც ორგანიზაციასთან, ისე მის წევრ სახელმწიფოებთან.

 

ამ მხრივ, განსაკუთრებით გაესვა ხაზი CPLP-ის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე და ამ კონტექსტში აღნიშნა CPLP-ის წევრი ქვეყნების მხრიდან „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 

შეხვედრაზე განიხილეს კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტები. მინისტრმა აღინიშნა, რომ ქართული მხარე ხელს უწყობს პორტუგალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში, რისი დასტურიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამოეშის ცენტრის ფუნქციონირება.  

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ორგანიზაციის ფარგლებში, ისევე როგორც მის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner