logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში არსებული აშშ-ის საელჩო მონაწილეობს პროცესში, რასაც ჰქვია საერთაშორისო სასამართლოსა და ხალხის მიერ დამნაშავედ ცნობილი პატიმარ სააკაშვილის უკანონო განთავისუფლება
- +

21 ივლისი. 2023. 15:52

 

 

„სამწუხაროდ, საქართველოში არსებული აშშ-ის საელჩო მონაწილეობს პროცესში, რასაც ჰქვია საერთაშორისო სასამართლოსა და ხალხის მიერ დამნაშავედ ცნობილი პატიმარ სააკაშვილის უკანონო განთავისუფლება“, - ამის „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„დოკუმენტში პირდაპირ წერია, ამერიკის საელჩოსთან უნდა იყოს კოორდინაცია და მოლაპარაკებები, რაც გამოიწვევს იმას, რომ უნდა განთავისუფლდეს უკანონოდ პატიმარი სააკაშვილი.

 

იქვე წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტთან უნდა იყოს მოლაპარაკებები და ეს უნდა მოხდეს ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, როდესაც მას დაევალება პატიმარ სააკაშვილის შეწყალება. ანუ, რეალურად არა მხოლოდ მტკიცებულებებია, აშშ-ის ელჩი ამაზე თავად საუბრობს-ხოლმე და ბევრი სხვა, ამერიკული მხარის განცხადებები, არამედ თავად სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტის შინაარსიც კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არსებული აშშ-ის საელჩო მონაწილეობს პროცესში, რასაც ჰქვია საერთაშორისო სასამართლოსა და ხალხის მიერ დამნაშავედ ცნობილი პატიმარ სააკაშვილის უკანონო განთავისუფლება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner