logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს სწორედ ის, როდესაც ადამიანი იგებს, რომ თურმე ევროპარლამენტში შესაძლებელია რეზოლუციის ყიდვა და წარმოუდგენელი ინფორმაციის გაჟღერება
- +

21 ივლისი. 2023. 18:13

 

 

„ლობიზმი არის თანამედროვე კორუფცია, კანონიერების ფარგლებში. ანუ, კანონიერად იხდი თანხას და კონკრეტულ სერვისს გთავაზობს კონკრეტული კონგრესმენი, იურისტი, ექსპერტი, ანალიტიკოსი და ა.შ. აქედან გამომდინარე, თანხის გადახდის შემდეგ, შესაძლებელია მიიღო რეზოლუცია, ვორკშოფი, განცხადება და სხვა“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოზე ერთიანი ძალებით ცდილობენ პირდაპირი იერიში მიიტანონ, რადგან საქართველო დღეს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გლობალურ პოლიტკონიუნქტურაში არ ზის.

 

„რა აღვივებს ყველაზე მეტად საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს? სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები. როდესაც ადამიანმა იცის ევროპული ღირებულებები რა არის და ამ დროს აღმოაჩენს, რომ თურმე ევროპარლამენტში შესაძლებელია 100 000-ს დოლარად რეზოლუციის ყიდვა, იმ რეზოლუციაში შავით თეთრზე აბსურდის ჩაწერა და წარმოუდგენელი ინფორმაციის გაჟღერება, ეს არის სწორედ ანტიდასავლური განწყობების გამღვივებელი. ამ ორმაგ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, რომ არაფრით არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის კუჭის მდგომარეობაზე გავიდეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება. ეს ორმაგი სტანდარტი და აბსურდი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ ქსელში ჩართულია არა მხოლოდ ადგილობრივი მოღალატე ჯგუფები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ადმინისტრაციები. არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამ დოკუმენტში პირდაპირ არის მოხსენიებული. წარმოიდგინეთ, რამხელა კამპანიასთან გვაქვს საქმე, რომ ასე, ერთიანი ძალებით ცდილობენ საქართველოზე პირდაპირი იერიში მიიტანონ, იმიტომ, რომ საქართველო დღეს, საკუთარი ინტერესებიდან და პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე, გლობალურ პოლიტკონიუნქტურაში არ ზის“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner