logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ეს პარტიული ფაციფუცი არაფრის მომტანი იქნება, გარწმუნებთ, რადგან ასეთ გაერთიანებებს, როგორც წესი, შედეგი არ მოაქვს
- +

21 ივლისი. 2023. 18:20

 

 

ეს პარტიული ფუსფუსი და ფაციფუცი არაფრის მომტანი იქნება გარწმუნებთ, რადგან ასეთ გადაადგილებებსა და გაერთიანებებს როგორც წესი შედეგი არ მოაქვს არც ამ პარტიებისთვის და არც ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„პარლამენტში ხომ ყველაფერი პირობითად ხდება ხოლმე, ამ დარბაზში განსაკუთრებით. ირქმევენ სახელებს, საოცარი სახელები დაირქვეს ჯგუფებმა ამ ბოლო დროს და ვიღაცას ჰგონია, რომ რაც უფრო მყვირალა სახელს დაირქმევს, შედეგსაც მიაღწევს. არ ვიცი ეს ორი ქალბატონი სად წაბრძანდება, როგორ და ვისთან მივა, ეს მათი გადასაწყვეტია. ეს პარტიული ფუსფუსი და ფაციფუცი არაფრის მომტანი იქნება, გარწმუნებთ, რადგან ასეთ გადაადგილებებსა და გაერთიანებებს, როგორც წესი, შედეგი არ მოაქვს არც ამ პარტიებისთვის და არც ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ რეფორმების ჯგუფის წევრები გიორგი ვაშაძესა და პაატა მანჯგალაძეს ჯგუფის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მიზეზი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობაა. ვაშაძე და მანჯგალაძე კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner