logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: კონკრეტულად ვაშაძის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რამენაირად თავისი ადგილი მონახოს მზის ქვეშ
- +

21 ივლისი. 2023. 18:55

 

 

თეონა აქუბარდია კიდევ მეტ-ნაკლებად იყო ხოლმე ჩართული სხვადასხვა საკითხში, მაგრამ რაც შეეხება გიორგი ვაშაძესა და პაატა მანჯგალაძეს, მათი ჩართულობა არ მახსენდება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ის, რომ ისინი ადვილად შეელივნენ ამ ჯგუფს, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან მათი მიზანი, კონკრეტულად ვაშაძის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რამენაირად თავისი ადგილი მონახოს მზის ქვეშ და მოხვდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ რეფორმების ჯგუფის წევრები გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძეს ჯგუფის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მიზეზი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობაა. ვაშაძე და მანჯგალაძე კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner