logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ევროპასთან საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
- +

22 ივლისი. 2023. 01:34

 

ლისაბონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივანთან ევროპის საკითხებში ტიაგო ანტუნეშთან. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესის შესახებ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და იმ რთულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ევროპა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად. ამასთან, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner