logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა საპატიო თანამდებობაა
- +

6 სექტემბერი. 2016. 10:52



ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გლდანის მე-20 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვეტერანების ძირითადი ტკივილი იყო მათი დაღუპული თანამებრძოლები, რომლების წლების მანძილზე განიცდიდნენ სოციალურ შეჭირვებას.



ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა საპატიო თანამდებობაა, ამიტომ გადაიდგა საკმაოდ ქმედითი ნაბიჯი, ქვეყნის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და მოხერხდა ის, რომ .. აქილევსის ქუსლი, რომელიც იყო ვეტერანთა ჰოსპიტალი, გადავიდა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უზრუნველყოფის მართვის ქვეშ.

პერსონალი, რომელიც ჰოსპიტალში მუშაობდა, თავის სამსახურს შეინარჩუნებს, ქონება კი, რომელიც ჰოსპიტალის სახელზე ირიცხებოდა, მთლიანად ვეტერანთა ჯანდაცვას მოხმარდება", - განაცხადა კობა კობალაძემ.



კობალაძის განცხადებით, შენობის მდგომარეობას, რომელშიც ჰოსპიტალია განთავსებული სამხარაულის ეროვნული ბიურო შეისწავლის, პარალელურად კი მიმდინარეობს საუბარი იმ ტერიტორიაზე, სადაც ვეტერანთა სრულფასოვანი სარეაბილიტაციო ცნეტრი აშენდება ან ძველი შენობა შევა ექსპლოატაციაში. კობა კობალაძემ 2012 წლამდე ვეტერანთა მდგომარეობა გაიხსენა.


 

ვეტერანების ძირითადი ტკივილი იყო მათი დაღუპული თანამებრძოლები, რომელთა ოჯახები წლების მანძილზე განიცდიდნენ სოციალურ შეჭირვებას, უსუსურობას. სახელმწიფომ გამოხატა სრული მხარდაჭერის პოზიცია და ოჯახებს დაენიშნათ ათასლარიანი კომპენსაციები", - განაცხადა კობა კობალაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner