logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის - გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება
- +

22 ივლისი. 2023. 11:05

 

კითხვა შემდეგში მდგომარეობს: სააკაშვილის ოჯახს იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტს დაუკვეთოს მხარდაჭერა, ევროპარლამენტარებს შეუკვეთოს რეზოლუცია და ა.შ.?, - ამის შესახებ „დიდ გადაცემაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი არ გაჩერებულა.

ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის - გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება. კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: სააკაშვილის ოჯახს იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტს დაუკვეთოს მხარდაჭერა, ევროპარლამენტარებს შეუკვეთოს რეზოლუცია და ა.შ? როცა გლობალური ომის პარტიაზე ქილიკობენ, ეგ ძალაა, რომელიც ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს. სააკაშვილი აქ მთავარი ფიგურა კი არ არის, ჭანჭიკია. საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, რაში და ვის გადაუხადა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მზად უნდა იყოს -სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი არ გაჩერებულა. ერთადერთი რამ, რითაც ამას წინააღმდეგობას გავუწვეთ, საზოგადოების ინფორმირებულობაა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner