logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა FARA-ს დოკუმენტებზე კელი დეგნანის კომენტარს გამოეხმაურა
- +

22 ივლისი. 2023. 11:30

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუა საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ არ უნახავს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.

ჟურნალისტებმა დეგნანს დაუსვეს კითხვა - ადასტურებს თუ არა დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას, რომ მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის ლობისტებს, შეხვედროდნენ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნის მიზნით. რაზეც დეგნანი პასუხობს, რომ დოკუმენტები არ უნახავს.

რა არ აქვს წაკითხული? რაც გამოქვეყნებულია თავის სამშობლოში მოქმედი კანონით? [დოკუმენტი, რომელმაც] ფარდა ახადა იმ ლობისტურ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ, ერთი-ერთში ეხება პატიმარ სააკაშვილს, მის დაფინანსებულ კამპანიას და შემდეგ ამ კამპანიის შედეგად ევროპარლამენტარებისა თუ სენატორების განცხადებებს, რაც ჩემს ქვეყანას ეხება?“ - ამბობს ზარქუა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner