logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ევროპარლამენტარებს საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ და ისინი მორიგ ჯერზე FARA-ს კანონმა ამხილა
- +

22 ივლისი. 2023. 11:32

 

ევროპარლამენტარებს საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ და ისინი მორიგ ჯერზე FARA-ს კანონმა ამხილა, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამოჩნდა, რომ სწორედ იმ კანონმა, რომელსაც რუსული დაარქვეს, ესაა ფარას კანონი, რომლის უფრო შემსუბუქებული ვარიანტი გვინდოდა გადმოგვეღო საქართველოში, სწორედ მან ამხილა მორიგ ჯერზე ისინი. ჩანაწერია, რომ თურმე, ამ ევროპარლამენტარებს საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს უწერდნენ: კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რაისას და ასე შემდეგ, ყველას ტექსტს უწერდა ეს ლობისტური კომპანიები. მილიონობით ფულს იღებდნენ სააკაშვილის ოჯახისგან და კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია“, - განაცხადა ზარქუამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner