როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვაშაძე შესძენს პრიგოჟინის პარტიას რაიმე ხმებს, აქ მხოლოდ და მხოლოდ ის შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ პიროვნულად ვაშაძე სჭირდებათ როგორც რადიკალური პროცესების ერთ-ერთი აღმასრულებელი პირი, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს რადიკალიზმი განცხადებებს არ გაცდება.
„არანაირი ხმების შემძენი ის არ არის, მაგრამ პრიგოჟინის პარტიას აქვს ეს მოთხოვნები. ყველა პოლიტიკოსს, მათ შორის „ნაცმოძრაობაში“ არ შეუძლია რადიკალური გამოსვლები, თორემ სხვა არაფერი რადიკალიზმი მას არ შეუძლია“, - ამბობს ვაშაძე.