logo_geo
eng_logo
თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე რიჟვაძე ბურსას გუბერნატორს იაქუფ ჯანბოლათს შეხვდა
- +

22 ივლისი. 2023. 12:24

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბურსას გუბერნატორს იაქუფ ჯანბოლათს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამოითქვა რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბურსას მერთან, სავაჭრო პალატასთან, ქართული დიასპორის წარმომადგებიან.

ბურსას გუბერნატორთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner