კულტურის მინისტრის მოწვევით, კინოს სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შედეგად სხვადასხვა კინო ხელოვანის მიერ მომზადებული პროექტები განიხილეს, რომლებშიც წარმოდგენილია კინოს სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და რეფორმის, არსებული პრობლემების აღმოფხვრის ხედვები და ამ საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალური მიდგომები.
დისკუსიისას გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები კინოცენტრის მენეჯმენტთან, ბიუჯეტის განაწილებასთან, კონკურსების ჩატარების წესთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.