logo_geo
eng_logo
გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა
- +

22 ივლისი. 2023. 12:46

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თანამშრომლობით გამართულ შეხვედრას 30-მდე ადვოკატი ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანი დაინტერესებული ადვოკატებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით პროკურორების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება იყო.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა მიმართა, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში პროკურატურის როლზე ისაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის უწყებრივი ცვლილებები, რომლებმაც პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბრალდების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაცია წარმოადგინეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის პროკურორებმა, მარიკა გოგოხიამ და ნათია გურულმა. პროკურორებმა მსაჯულთა შერჩევის სპეციფიკა და არსებითი განხილვის სხდომის თითოეული ეტაპის მიმდინარეობა მიმოიხილეს, ასევე, ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს პროკურატურის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებებზე. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მიზნით ადვოკატთა კორპუსთან სამომავლოდ მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner