ავტორი ანა ფერაძე
„რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში ექნება.
„საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა. ახლა ველოდებით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. საქართველო მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას.
ჩვენ არ ვასახელებთ, თუ რამდენ ხანში იქნება ეს, მაგრამ უახლოეს მომავალში საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.