logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა
- +

ავტორი ანა ფერაძე

6 სექტემბერი. 2016. 10:54



„რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში ექნება.

 

„საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა. ახლა ველოდებით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. საქართველო მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას.

 

ჩვენ არ ვასახელებთ, თუ რამდენ ხანში იქნება ეს, მაგრამ უახლოეს მომავალში საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner