პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა.
„ჩვენ სწორედ ამ გზით - მშვიდობიანი, ჩვენს ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის გზით სიარულით ვაპირებთ მივაღწიოთ იმ ძალიან მაღალ შედეგებს, რომელიც ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაგვეხმარება და მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება ის მიღწევები და პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცხადა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.