logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი IMF-ის შეფასებაზე: სწორედ მშვიდობიანი ეკონომიკური და სხვა პოლიტიკით ვაპირებთ მივაღწიოთ ძალიან მაღალ შედეგებს, რომელიც ევროპული განვითარების გზაზე დაგვეხმარება და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება
- +

22 ივლისი. 2023. 14:49

 


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა.

ჩვენ სწორედ ამ გზით - მშვიდობიანი, ჩვენს ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის გზით სიარულით ვაპირებთ მივაღწიოთ იმ ძალიან მაღალ შედეგებს, რომელიც ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაგვეხმარება და მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება ის მიღწევები და პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცხადა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner