იმდენად ამაზრზენი და საშინელი იყო ის, რაც გამოქვეყნდა და ბედის ირონია რაში მდგომარეობს იცით? ისევ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა გამოაქვეყნებს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს გამოეხმაურა.
„იმდენად ამაზრზენი და საშინელი იყო ის, რაც გამოქვეყნდა და ბედის ირონია რაში მდგომარეობს იცით? ისევ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა გამოაქვეყნებს ეს ყველაფერი. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩს არ ჰქონდეს ამასთან [ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან] დაკავშირებით ინფორმაცია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.