აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთში სამუშაო ვიზიტისას, ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სამომავლოდ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა. დაიგეგმა ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელება.
თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც სტრატეგიულ თანამშრომლობას საგრძნობლად უწყობს ხელს.