ავტორი ანა ნონიკაშვილი
„იმ ეკონომიკამდე რომ მივიდეთ, რომელიც ევროპულ ქვეყნებს აქვთ, წლები გვჭირდება, ეს ობიექტური რეალობაა",- ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ეკონომიკს 15 წელი სჭირდება განვითარებისთვის.
„რეალობა ის არის, რომ ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპი გვაქვს. იმ ეკონომიკამდე რომ მივიდეთ, რომელიც ევროპულ ქვეყნებს აქვთ, წლები გვჭირდება, ეს ობიექტური რეალობაა. იმისთვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს, საჭიროა გამოწვევების სწორად აღქმა.
თუ აღარ იქნება პოლიტიზირებული ბიზნესი და ბაზრებს სწორ მხარდაჭერას გაუწევენ, ეკონომიკა ძალიან სწრაფად განვითარდება",- განაცხადა ფოფხაძემ.