logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: უკეთურობაა, როცა შენს ქვეყანას ებრძვი, აფერხებ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მტრის ხატს ქმნი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენი სამშობლოსგან, ამ მიზნით ჩააგდეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში
- +

22 ივლისი. 2023. 20:28

 

 

უკეთურობაა, როცა შენს ქვეყანას ებრძვი, როცა აფერხებ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როცა მტრის ხატს ქმნი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენი სამშობლოსგან - ესაა უკეთური საქმე“- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ ეს სწორედ იმ ე.წ. "რუსულმა კანონმა" აღმოაჩინა ამერიკაში, რომელზეც იბრძოდნენ, რომ საქართველოში არ მიეღოთ მსგავსი კანონი.

 

მისი თქმით, ძალიან ბევრი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული ამ უკეთური საქმის კეთებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა მოავაზაკო ტიპის პარტიებთან.

 

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით ჩააგდეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში.

 

„რა თქმა უნდა შეხვდებოდა ამგვარ კანონს გააფთრებული წინააღმდეგობა, სწორედ ამ მიზნისთვის ჩააგდეს ეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში და ამ უკეთურობის დაბიუჯეტების პროცესი  ყოფილიყო გაუმჭვირვალე.

 

ნურავის მოხვდება ყურში, მაგრამ ძალიან ბევრი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულია გაშმაგებით ამ უკეთური საქმის კეთებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა მოავაზაკო ტიპის პარტიებთან და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ისინი ერთმანეთს. გარწმუნებთ, იქიდანაც გამოჩნდება ბევრი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2024 წლამდე. აქ ხომ უნდოდათ მთავრობის დაკომპლექტება, ტრიბუნაზეც იყვნენ ამხედრებულები და პორთფელებიც გადაინაწილეს ბატონებმა და ქალბატონებმა, არსად წასულა ეს სურვილი. ასე რომ, ასეთი ვნებების დაკმაყოფილების გამო იყო ეს კანონი ჩაგდებული“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner