საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს ეხმაურება.
„სწორედ ის კანონი, რომელსაც შემდეგ რუსული დაარქვეს, არის FARA-ს კანონი. სწორედ მან ამხილა მორიგ ჯერზე, სადაც ჩანაწერი არის, რომ თურმე ამ ევროპარლამენტარებს საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს უწერდნენ - ამ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას, ლობისტური კომპანიები. ისინი მილიონობით თანხებს იღებდნენ სააკაშვილის ოჯახისგან და კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია“, - განაცხადა ზარქუამ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.