logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: რომ გაამძაფრონ შთაბეჭდილება, თითქოს სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, სხვა პრეცედენტებზე მითითება იქნებოდა იდეალური საშუალება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესაა გვარამია, ან ფიქრობენ, რომ კეზერაშვილი არის მედია-დევნილი
- +

22 ივლისი. 2023. 21:13

 

 

გვარამიასთან მიმართებაში იყო თუ არა ლობიზმი წარმართული, გამიჭირდება ზუსტად ამის თქმა, არ ფიგურირებს ეს სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ საქართველოს „გაშავების“ საქმეში, რასაკვირველია, არავინ მოერიდებოდა ამ გვარის და სახელის დასახელებას და ამ კონტექსტში საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებზე საუბრისას დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, რამდენად არის შესაძლებელი, ნიკა გვარამიას გათავისუფლება ლობისტური კამპანიის შედეგი ყოფილიყო.

 

როგორც სარჯველაძემ განმარტა, სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენისთვის, ლობისტებს სხვა პრეცედენტებზე მითითება დაეხმარებოდა, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ მათ ნიკა გვარამიას საქმე ამ მიზნით გამოეყენებინათ.

 

„იმისთვის, რომ გაამძაფრონ შთაბეჭდილება, თითქოსდა სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ასეთ შემთხვევაში, სხვა პრეცედენტებზე მითითება მათთვის იქნებოდა იდეალური საშუალება, ამიტომ რასაკვირველია, სხვა მითების შეთხზვითაც იქნებოდნენ დაკავებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ნიკა გვარამია, ან შეიძლება ფიქრობენ იმას, რომ კეზერაშვილი არის მედია-დევნილი და ამის ტირაჟირებას ახდენდნენ. ამიტომ ლოგიკურად ებმება, რომ ცალკეული პიარ-კამპანიის ნაწილი ყოფილიყო ნიკა გვარამიას საკითხიც“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner